შუახევში თოვლისგან გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
შუახევის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი ვითარების გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ეტაპობრივად იწმინდება როგორც სოფლებთან, ისე ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები.
მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს ზაზა შავაძესთან ერთად, სოფელ ტაკიძეებში ადგილზე დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები.
გზების გაწმენდაში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის სპეციალური ტექნიკა. პარალელურად მობილიზებულია ადამიანური რესურსიც, რათა სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა, რომელსაც მერი ომარ ტაკიძე ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, გასატარებელი ოპერატიული ღონისძიებები.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდა, ხოლო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება.
მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი ყველა შესაბამის სამსახურთან კოორდინირებულად მუშაობს. ადგილობრივი თვითმმართველობა მუდმივ კავშირშია მოსახლეობასთან. მოქმედებს ცხელი ხაზი – 599 85 20 80