
By
ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია დღეს არ გამოქვეყნდება
აბიტურიენტები უნივერსიტეტში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას დღეს ელოდნენ.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია დღეს არ გამოქვეყნდება. მათი თქმით, აბიტურიენტები კვირის განმავლობაში გაიგებენ, რომელ უნივერსიტეტსა და პროგრამაზე ჩაირიცხნენ.