„ჩელე არენას“ მოედნების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ
By

„ჩელე არენას“ მოედნების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან სულხან თამაზაშვილთან  და მთავრობის წევრებთან  ერთად, ქობულეთში „ჩელე არენას“ მოედნების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში შეიცვალა მინდვრის საფარი.  ორ მცირე სტადიონზე მოეწყო განათებები, განხორციელდა ტრიბუნების და ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც განათებებისა და ტრიბუნების მოწყობას მოიცავს, წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტისთვის 3 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

  • No Comments
  • სექტემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *