ჩემპიონატში აჭარის წარმომადგენლები მონაწილეობენ
By

ჩემპიონატში აჭარის წარმომადგენლები მონაწილეობენ

თბილისი ფარიკაობაში კადეტთა და იუნიორთა შორის, ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

საქართველოს 42 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სპორტსმენი ეწვია, რომლებიც ჩემპიონობისთვის იარაღის სამივე სახეობით – ხმლით, რაპირითა და დაშნით ასპარეზობენ.

მიმდინარე ჩემპიონატზე აჭარის ნაკრებიდან რაპირით ფარიკაობენ ანანო ჯინჭარაძე და ელენე თურმანიძე, ხოლო დაშნით – ლუკა ქათამაძე.

მესამე საშეჯიბრო დღეს, გამარჯვებულებისა და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების დააჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ნიჟარაძემ და ფარიკაობის საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების წარმომადგენლებმა.

ჩემპიონატი 27 თებერვალს დასრულდება.

 

  • No Comments
  • თებერვალი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *