„ჩვენ გვჭირდება საქართველოს მსგავსი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში“
By

„ჩვენ გვჭირდება საქართველოს მსგავსი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვდება. მისივე თქმით, საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა, რომელიც სწრაფად ვითარდება.

„ჩვენ აღტაცებულები ვართ და ვსწავლობთ, როგორ მიაღწიეთ ამ წარმატებას. ვფიქრობ, ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები, რადგან სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანის წარუმატებელი ეკონომიკა არ მუშაობს ან პარალიზებულია, სტაგნაციაშია. ჩვენ გვჭირდება საქართველოს მსგავსი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში“, – განაცხადა ორბანმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *