
ცვლილებები გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ბიზნესსექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს, მათ შორის, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძეს და მოადგილე მირიან ქათამაძეს შეხვდა.
ცნობისთვის, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით შეიმუშავა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, საკანონმდებლო ცვლილებებით მარტივდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები, ასევე, მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტიანი ხდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის წესი, რაც ბიზნესს აძლევს საშუალებას, უფრო მოქნილად დაგეგმოს თავისი საქმიანობა.
შეხვედრის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა პრეზენტაცია წარადგინა და დამსწრეებს დეტალურად გააცნო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები.