ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს
By

ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოების ხელმძღვანელებსა და ექსპორტიორებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა და ციტრუსის რეალიზაციის პროცესში საწარმოების ჩართულობა იყო.

შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილეები არჩილ ბერიძე, ირმა აფხაზავა, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის რეგიონალური სამმართველოს უფროსი თამარ ბერძენიშვილი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ტუღუში და ციტრუსის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ, ციტრუსის ლოჯისტიკის, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის მიწოდების საკითხები განიხილეს.

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *