
By
ცოტნე ანანიძე – აჭარაში პროფესიონალი, კეთილსინდისიერი მერობის კანდიდატებია შერჩეული
აჭარაში მერობის კანდიდატების დასახელებას სოციალური ქსელით ეხმაურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე. მისი თქმით, აჭარაში მოსახლეობისთვის მისაღები მერობის კანდიდატებია წარდგენილი.
„აჭარაში, სულხან თამაზაშვილმა, პოლიტასბჭოსთან ერთად შეარჩია პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და რაც მთავარია, მოსახლეობისთვის მისაღები მერობის კანდიდატები. პირდაპირი წესით არჩევა „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა, რაც ამომრჩევლის მეტი ჩართულობისა და მათ წინაშე ანგარიშვალდებულების შესაძლებლობაა“, – წერს ცოტნე ანანიძე.