
By
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილი გახდებოდა ლიდერი და წარსულის გათვალისწინებით გახსნიდა მეორე ფრონტს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილი გახდებოდა ლიდერი და წარსულის გათვალისწინებით გახსნიდა მეორე ფრონტს.
„2 კითხვა და 2 პასუხი:
1. ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სააკაშვილი გახდებოდა ლიდერი?- კი
2. სააკაშვილი, წარსულის გათვალისწინებით, მით უფრო უკრაინის მოქალაქე, გახსნიდა მეორე ფრონტს? – კი
დანარჩენი იპოლიტიკოსეთ, რამდენიც გინდათ და როგორც გინდათ…“, – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.