ცხელ კვალზე დააკავეს
By

ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1980 წელს დაბადებული  ა.თ.  ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1988 წელს დაბადებულ მ.ვ.- ს და 1981 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

პოლიციამ ა.თ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • დეკემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *