ცხელ კვალზე დააკავეს
By

ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – 1991 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქ.ი.- ს დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

პოლიციამ მ.ს. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • იანვარი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *