ძველი ბათუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ძველი ბათუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქის ისტორიულ და თანამედროვე უბნებში შვიდი ქუჩის, შენობებისა და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
სახელმწიფო დაფინანსებით, დასკვნით ეტაპზეა ირაკლი აბაშიძის, მემედ აბაშიძის, ახმეტელის, ბარათაშვილის, გოგებაშვილის, ჟორდანიასა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კომპლექსური განახლების სამუშაოები.
დასრულებულია გზის საფარის განახლება, აღდგენილია საცხოვრებელი კორპუსებისა და სხვადასხვა შენობის ფასადები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები იზოალუმინის სისტემით, რაც შენობების ენერგოეფექტურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
განხორციელებულ სამუშაოებს, ასევე, ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
გალერეა


