ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა
By

ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა

ბათუმში ძლიერმა ქარმა არაერთი პრობლემა შექმნა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავი, დაიტბორა ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით,  ღამის განმავლობაში დატბორვასთან დაკავშირებით სამი შეტყობინება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ყველა შემთხვევაზე მთავრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება განხორციელდება. „მთელი ღამის განმავლობაში და ამ დრომდე ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე ჭები, ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები. ღამის განმავლობაში დატბორვასთან დაკავშირებით დაფიქსირდა სამი შეტყობინება. ამ ეტაპისთვის პრობლემა აღმოფხვრილია. ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა ივანე მესხის ქუჩაზე, ხოლო ფასადი – ფიროსმანის ქუჩაზე. ყველა შემთხვევაზე განხორციელდება შესაბამისი რეაგირება. გონიოსა და ახალი ბულვარის სანაპიროზე არსებულ პრომენადზე შტორმის შედეგად გამოირიყა ხრეში. გაწმენდითი სამუშაოები შტორმის ჩადგომისთანავე დაიწყება. წყალმომარაგებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. შეუფერხებლად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადეს აჭარის მთავრობაში. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი წელის დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენა. მათივე ინფორმაციით,  3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *