19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
წარმატება – თბილისში
By

წარმატება – თბილისში

თბილისში ჩატარდა ღია პირველობა სპორტულ ტანვარჯიშში, სადაც წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრებმა.
გოგონათა შორის (მოზარდთა პროგრამა) პირველ ადგილზე მარიამ მეიდანი გავიდა, დიდების პირველ თანრიგში მეორე ადგილი მოიპოვა ნატალი ხოზრევანიძემ, მესამე – ესენია კრომსკამ.
დიდების მეორე თანრიგში მეორე იყო ბარბარე ცეცხლაძე, მესამე – ბარბარე მგელაძე.
ვაჟთა შორის პატარების პირველ თანრიგში საუკეთესო ავთანდილ ხინკილაძე იყო, მეორე ადგილზე ალექსი დავითაძე გავიდა.
მოზარდთა პირველ თანრიგში პირველი ადგილი ანდრია გურგენიძემ დაისაკუთრა. დიდების მესამე თანრიგში პირველ ადგილზე დემეტრე დიასამიძე გავიდა, მეორეზე – დავით დიასამიძე.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *