18 C ბათუმი
Saturday 14th June 2025
წარმატება – იტალიაში
By

წარმატება – იტალიაში

იტალიის ქალაქ სასარიში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობაში.
წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, რომლებმაც 15 მედალი მოიპოვეს, აქედან 7-აჭარის ნაკრების სპორტსმენების ანგარიშზეა.
პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაისაკუთრეს ფრიდონ აბულაძემ (63 კილოგრამი წონითი კატეგორია), დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) და რამაზ ზოიძემ (77 კგ).
ვიცე-ჩემპიონობა და ვერცხლის მედლები კი ლერი აბულაძემ (67 კგ), ოთარ აბულაძემ (77 კგ), გელა ბოლქვაძემ (87 კგ) და ლაშა გობაძემ (97 კგ) მოიპოვეს.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *