By
წარმატება – ლატვიაში
ლატვიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – „პატარა ვეფხვის თასი 2026“, სპორტულ ტანვარჯიშში წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრების წევრებმა.
დავით დიასამიძემ ბჯენით ხტომში ოქროს მედალი დაისაკუთრა, მან ორძელზე ოქროს მედალი მიიღო, აბსოლუტურში – ვერცხლი.
დემეტრე დიასამიძემ ორძელზე გამოსვლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. აბსოლუტურსა და ბჯენით ხტომში – ბრინჯაო.
აჭარის სპორტის დეპარტამენტი ულოცავს სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მიღწეულ შედეგს და წარმატებას უსურვებს მათ.
მანანა ძიძიშვილი