წარმატება – სალიცენზიო ტურნირზე
By

წარმატება – სალიცენზიო ტურნირზე

ზესტაფონში, დასავლეთ საქართველოს სალიცენზიო ტურნირზე ძიუდოში, წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასახლის აღსაზრდელებმა.  მათ სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მიშიკო ოქროპირიძემ, ლუკა ძიძიგურმა და ლევან ვარშანიძემ დაისაკუთრეს. ბრინჯაოს მედალს ნიკოლოზ ჯამბერიძე დაეუფლა.
ვულოცავთ ამ წარმატებას როგორც ძიუდოისტებს, ისე აჭარის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ძიუდოში ვახტანგ ზოიძეს.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • მარტი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *