
წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, სოფელ კირნათში პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვეს.
პროგრამა „მოსწავლეთა სტიპენდია“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების დაფინანსებას ითვალისწინებს, მიმდინარე წელს 58 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა.
პროგრამა, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდა, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების ფინანსურ წახალისებასა და პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის ღვაწლის დაფასებას ემსახურება.
დაჯილდოების ცერემონიას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე, საკრებულოს წევრები, ალექსანდრე მსხალაძის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გალერეა


