წარმატებულ მასწავლებლებს ამაგი დაუფასეს
By

წარმატებულ მასწავლებლებს ამაგი დაუფასეს

ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, პროფესიული სასწავლებლის, სახელოვნებო სკოლის, კულტურის ცენტრის, ბაგა-ბაღებისა და სასპორტო სკოლის მასწავლებლები განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

წარმატებულ მასწავლებლებს შორის არიან: დაბა ქედის, დოლოგნის, მახუნცეთის, უჩხითის, ქვედა მახუნცეთის, პირველი მაისის, ოქტომბრის, ვაიოს, ზვარეს, წონიარისის, ახოს №1, ცხმორისის, გეგელიძეების, ახოს, დანდალოს, ხარაულას, ჯალაბაშვილების, კოკოტაურის, კვაშტის, მეძიბნის, ორცვის, ძენწმანის, აგარის, კოლოტაურის, აქუცის, ინაშარიძეების, ზედა ბზუბზუს, მერისის საჯარო სკოლების პედაგოგები: გულთამზე დიასამიძე, თინათინ ჯიჯავაძე, ნანი დიმიტრაძე, ნათია დევაძე, ნინო ტარიელაძე,  ნოდარ დიასამიძე, ვიტალი ხაჩიანი, რამინ დიასამიძე, ლია ტაკიძე, დარიკო ქობულაძე, მზია მუშამბაძე, ნაზი ქარცივაძე, სოფიო თედორაძე, ოქრო დავითაძე, მარინა ბერიძე, თამილა იაკობაძე, მზია არძენაძე, მზიანა ზოიძე, დიანა დიასამიძე, ხათუნა კონცელიძე, ნათია გათენაძე, სარდიონ ალიქაძე, მარინე ნაკაშიძე, ეთერი სურმანიძე, ინდირა დუმბაძე, ვეფხვია ხალვაში, მაია ბოლქვაძე, ირმა დავითაძე, ლიანა მახარაძე და ხათუნა თურმანიძე, მერისის, ქედის №1, ოქტომბრის ბაგა-ბაღებიდან: ლიანა შერვაშიძე, ნათია ხაბაზი, იამზე ბასილაძე, ქედის სახელოვნებო სკოლიდან: დონარ გორგაძე, მარინე ჯიჯავაძე, კოლეჯი „ბლექსიდან“: ლაშა ზოიძე, ქედის კულტურის ცენტრიდან: ხათუნა ჯოჯუა, მარეხ დუმბაძე , სასპორტო სკოლიდან: ზურაბ, იოსებ დიასამიძეები.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და რესურსცენტრის ორგანიზებით მოწყობილ დაჯილდოების ცერემონიაზე მათ საპატიო სიგელები ქედის მუნიციპალიტეტის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებმა გადასცეს.

ცერემონიას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრის მოადგილე თათია გორგილაძე, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჭედლიძე ესწრებოდნენ.

შეკრებილთა წინაშე გამოვიდნენ ქედის კულტურის ცენტრთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ანსამბლები ,,ელესა“, ,,იაგუნდი“, ინდივიდუალური შემსრულებლები სალომე ხაბაზი და კესარია ალელიშვილი.

– ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების აღზრდაში, მთავარი როლი მასწავლებლებს აკისრიათ. დასაფასებელია თითოეული მათგანის ღვაწლი და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილი, – თქვა მერმა როლანდ ბერიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *