
By
წელს სწავლა სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება
გადაწყდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2025-20226 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. ცნობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. ამავე დღეს, 15 სექტემბერს, დაიწყება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებშიც.
სიახლეა ის, რომ 2025 წელს პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს მოსწავლის ასაკთან დაკავშირებით ცვლილება განისაზღვრა. 15 სექტემბრიდან პირველ კლასში სწავლას შეძლებენ ის მოსწავლეებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.