18 C ბათუმი
Friday 13th June 2025
წიგნის წარდგინება
By

წიგნის წარდგინება

დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, ემერიტუს პროფესორ რაჟდენ ფუტკარაძეს. იგი 17 წლიდან საზოგადოებრივ სასარგებლო შრომაშია ჩართული. პუბლიცისტმა ოთარ ცინარიძემ მის განვლივ გზას წიგნი: „კაცთმოყვარეობა, სიმართლე – გზად და ფარად“ მიუძღვნა.
რაჟდენ ფუტკარაძის საიუბილეო საღამო და ამ წიგნის წარდგენა ერთად შედგა. წიგნის ავტორმა, ასევე, ცნობილმა მეცნიერებმა ედიშერ, მერაბ ფუტკარაძეებმა, ბესიკ ბერიძემ, გივი აბაშიძემ, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ბიჭიკო ბოლქვაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, რაჟდენის თანასოფლელებმა (იგი შუახევის რაიონის სოფელ ლომანაურშია დაბადებული), ოჯახის წევრებმა მხცოვანი მეცნიერისა და წიგნის შესახებ ისაუბრეს.
რაჟდენ ფუტკარაძემ მადლობა გადაიხადა მისი საქმიანობის დადებითად შეფასებისთვის.
წიგნი შოთა მიქელაძისა და ედუარდ ფუტკარაძის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. მისი რედაქტორია დიანა აბუსელიძე.

თამაზ მგზავრიძე

 

  • No Comments
  • ივნისი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *