
წინასაარჩევნო შეხვედრები – მოსახლეობასთან
წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, 4 ოქტომბრის არჩევნებზე მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე, ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებთან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის პირველ ნომერთან იაგო დავითაძესთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოლადაურის, მაწყვალთისა და კარაპეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ. აქ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია გიორგი ფუტკარაძე.
მერობის კანდიდატმა და სხვებმა, საარჩევნო პროგრამაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ ბოლო წლებში კარაპეტში სასმელი წყალი მიიყვანეს, მაწყვალთის მთის ელექტრიფიკაცია დასრულდა, კეთილმოეწყო მაწყვალთის ცენტრი, გაკეთდა სპორტული მოედანი, ნაჭივრზე კეთილმოეწყო ფრიდონ ქარცივაძის სახელობის სკვერი, მიმდებარედ სპორტული მოედანი გაკეთდა, სოფელ ოლადაურში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც წელს დასრულდება. ასევე, ისაუბრეს სხვა მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პროგრამებზე.
– ჩემს გუნდთან ერთად შევეცდები, მაქსიმალურად გვერდით დავუდგე ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, ვიზრუნებ მათი უკეთესი მომავლისთვის, – თქვა მერობის კანდიდატმა შეხვედრის დასასრულს.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
