წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ ჯიხანჯურში
By

წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ ჯიხანჯურში

ქობულეთის მერობის კანდიდატმა ირაკლი ცეცხლაძემ სოფელ ჯიხანჯურში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საკუთარ სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
„ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა აღნიშნულ დასახლებაში – სკვერის მოწყობა, გზების ბეტონირება, გარეგანათების სისტემის მონტაჟი. რა თქმა უნდა, რჩება რიგი საკითხები, რომელთა მოწესრიგება და დროულად გადაჭრაა საჭირო.
მჯერა, ერთად შეიძლება ყველა გამოწვევის დაძლევა. სწორედ ამიტომ, მინდა მათგან პირადად მოვისმინო როგორ ხედავენ ისინი საკითხების მოგვარების გზებს და რა შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენ.
მადლობას ვუხდი მოსახლეობას გვერდში დგომისთვის,“ – წერს ირაკლი ცეცხლაძე.

  • No Comments
  • სექტემბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *