წყალმომარაგება 17:00 საათისთვის აღდგება
By

წყალმომარაგება 17:00 საათისთვის აღდგება

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, გვიან ღამით, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა. აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება.

„აღნიშნულის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ გოგებაშვილის, ბაქოს, ჭავჭავაძის #1, წერეთლის #15/17, კაჩინსკების, ნიჟარაძის, ჰელიმიშის, ადლიის ქუჩებზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ფ. ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ბარცხანაში, ფაღავას, მაქაცარიასა და სვიშევსკის ქუჩებზე, ორთაბათუმში, წინსვლის, განთიადისა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

წყალმომარაგება 20 აგვისტოს 17:00 საათისთვის აღდგება”-აცხადებენ “ბათუმის წყალში”.

  • No Comments
  • აგვისტო 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *