19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის მონიტორინგი ხორციელდება
By

ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის მონიტორინგი ხორციელდება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ზედაპირული წყლის ობიექტების ერთობლივი მონიტორინგი განახორციელა, რომელიც მოიცავს ჰიდრომორფოლოგიური, ბიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების კვლევას. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საპილოტე ტერიტორიად ჭოროხი-აჭარისწყლის აუზი შეირჩა, ხოლო მონიტორინგის წერტილები საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით განისაზღვრა.
აღნიშნული აქტივობის მიზანია უზრუნველყოს მონიტორინგის პროცესის შესაბამისობა წყლის რესურსების ახალი სააუზო მართვის მოდელთან, რომელზეც ქვეყანა გადავა წყლის ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ.
კვლევის პროცესი ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნებს შეესაბამება და წყლის რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობას ემსახურება.

  • No Comments
  • ივლისი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *