
„ხანგრძლივი, მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟენევაში, პარლამენტის თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან საუბრისას აღნიშნა, რომ დემოკრატიული მშვიდობა უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას.
„ხანგრძლივი, მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას. მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.
პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორებიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზაობას, ვითანამშრომლოთ თითოეულ თქვენგანთან ყველა იმ ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია საერთო და დაფასებული რეალობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.