
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე – ქედაში
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ქედაში აქტივობებით აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ, მერის წარმომადგენელმა დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაზიმ ჩხეიძემ 88 წლის გურამ ჩიკვაიძე მოინახულეს, ხანდაზმულთა დღე მიულოცეს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.
გურამ ჩიკვაიძეს 5 შვილი, 14 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი ჰყავს.
ამ დღესთან დაკავშირებით, დაბა ქედაში, ხანდაზმულთა კლუბის ,,ღირსეული სიბერე“ წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, წითელი ჯვრის მოხალისეები ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ხანდაზმულებს საჩუქრები გადასცეს.
თამაზ მგზავრიძე