
By
ხელვაჩაურის მერი მოქალაქეებს შეხვდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი მოსახლეობის საჭიროებების მოსმენა, არსებული გამოწვევების განხილვა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების დასახვა იყო.
შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული, სოციალური საჭიროებებისა და ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.
მოქალაქეთა მიღებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ნონა ქოქოლაძე ესწრებოდნენ.
გალერეა

