By
ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის 500-მდე თანამშრომელი გაიფიცა
ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის შპს „ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ“ 500-მდე თანამშრომელი დროებით გაიფიცა. შეკრებილების განცხადებით, სამკერვალო ფაბრიკაში ახალი ადმინისტრაციის დანიშვნის შემდეგ, სამუშაო პირობები შეიცვალა. მათი თქმით, ანაზღაურება მომატების ნაცვლად შემცირდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თანამშრომელთა ნაწილი გაურკვეველ სიტუაციაში არიან.
ისინი ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამუშაო პირობების გადახედვას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებთან უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მივიდა.
როგორც მან განაცხადა, უფლებადამცველის ადგილზე მისვლის შემდეგ ფაბრიკის ადმინისტრაციის თანამშრომელი აქციის მონაწილეებს შეხვდა, რომელმაც სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ხელმძღვანელი დასაქმებულებს უახლოეს დღეებში შეხვდება.