
ხელვაჩაურში 40 წარჩინებული სტუდენტი მუნიციპალიტეტისგან დაფინანსებას მიიღებს
ნაირა ფუტკარაძე : 27 48 93 –
„მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა დაფინანსება“ – ამ პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურში 40 წარჩინებული სტუდენტი მუნიციპალიტეტისგან მიიღებს დაფინანსებას 500 ლარის ოდენობით, ერთ სტუდენტს (შშმ პირს) კი 1000 ლარი გადაეცემა.
ხელვაჩაურის მერის მიერ შექმნილმა კომისიამ გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა. როგორც მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კომისიამ ჯამში, 44 განცხადება განიხილა, აქედან 40-მა სტუდენტმა დააკმაყოფილა კონკურსით გათვალისწინებული მოთხოვნები.
გამარჯვებული სტუდენტები მიმდინარე თვის ბოლომდე მიიღებენ დაფინანსებას 500 ლარის ოდენობით. თანხა გაიცემა 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შეფასების შესაბამისად.
იმ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მიიღეს დაფინანსება, კომისიისგან დასაბუთებულ პასუხებს მიიღებენ.