ხელოვნების მუზეუმმა სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა
By

ხელოვნების მუზეუმმა სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა

„მოტივARTორი“ – ასე ერქვა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრების გამოფენას, რომელიც აჭარის ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გაიმართა.

ექსპოზიციაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული ადამიანების პორტრეტებს. თითოეულ ნამუშევარზე დატანილია მამოტივირებელი ციტატები. აღნიშნული კონცეფციიდან გამომდინარე, შეირჩა ექსპოზიციის სახელწოდება „მოტივARTორი“.

პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ თემატურ გამოფენებსა და საერთაშორისო პროექტებში.

ღონისძიებას, რომელიც აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, მინისტრი ელისო ბოლქვაძე მოადგილეებთან, ასევე, ბსუ-ის რექტორ ტიტე აროშიძესთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

აჭარის კულტურის მინისტრმა ახალგაზრდების კულტურულ პროცესებში ჩართვის ხელშეწყობის, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელისო ბოლქვაძემ წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს და აღნიშნა, რომ მათი როლი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია.

  • No Comments
  • სექტემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *