ხვიჩა კვარაცხელიას მეექვსე ტიტული
გაიმართა საფრანგეთის სუპერ თასის ფინალი, სადაც ერთმანეთს „პარის სენ-ჟერმენისა“ და „მარსელის“ გუნდები შეხვდნენ. მატჩი ქუვეითში შედგა. სადაც პარიზელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს – „პარი სენ-ჟერმენმა“ 2026 წელს პირველი ტიტული მოიპოვა. მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა, პენალტების სერია კი ლუის ენრიკეს გუნდმა უკეთ შეასრულა (4:1). აღსანიშნავია, რომ პსჟ – ემ ეს ტიტული მეთოთხმეტედ მოიგო, იგი რეკორდსმენია – უახლოეს მდევარ „ლიონს“ 8-ჯერ აქვს მოგებული.
ხვიჩა კვარცხელიამ წინა ორი შეხვედრა მცირე ტრამვის გამო გამოტოვა და წელს ეს მისი პირველი თამაში იყო. ანგარიში დემბელემ გახსნა (მე-13 წუთი). მარსელმა შეხვედრის შემობრუნება 76-ე და 87-ე წუთზე გატანილი გოლებით შეძლო, თუმცა მათი ზეიმი გონსალო რამუშმა ჩაშალა – პორტუგგალიელმა თავდამსხმელმა მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ სუპერთასზე პსჟ-მ „მარსელი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ხვიჩა კვარცხელია მწვრთნელმა 72-ე წუთზე შეცვალა, ამიტომ ქართველი პენალტს ვერ შეასრულებდა. მან ამ მატჩში 7.1-დან 7.3-დე შეფასება დაიმსახურა.
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში ყოფნის პერიოდში უკვე მეექვსე ტიტული მოიგო. მანამდე მას მოგემული აქვს: ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ლიგა 1, საფრანგეთის თასი, სერია „ა“.
პსჟ მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს ჩაატარებს – თასის 1/16-ფინალში „პარიზს“ უმასპინძლებს.
მანანა ძიძიშვილი