ხვიჩა კვარაცხელია – მადლობა ყველას, რომ გვგულშემატკივრობდით
By

ხვიჩა კვარაცხელია – მადლობა ყველას, რომ გვგულშემატკივრობდით

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასისთვის ევროპა ლიგის გამარჯვებულ „ტოტემჰემს“ დაუპირისპირდა, 2:2 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა. ახალ სეზონში მან პირველი ტიტული მოიპოვა და ევროპის სუპერთასის მფლობელი გახდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. „პარი სენ-ჟერმენის“ მხრიდან გოლები გაიტანეს ლი კან ინმა (85-ე წუთი) და გონსალუ რამუშმა (90+4). „ტოტენჰემიდან“ თავი გამოიჩინეს მიკი ვან დე ვენმა (39) და კრისტიან რომერომ (48). პენალტების სერიაში უფრო ზუსტები პარიზელები აღმოჩნდნენ და ანგარიშით 4:3 გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრების და „პსჟ-ის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ UEFA-ს სუპერთასის ფინალში „ტოტენჰემთან“ გამარჯვების და თასის მოგების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობას გეტყვით ყველას, რომ გვგულშემატკივრობდით. მადლობა ყველას, ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა მან.

  • No Comments
  • აგვისტო 14, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *