„ხინოწმინდობა“ აღინიშნა
By

„ხინოწმინდობა“ აღინიშნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხინოწმინდაში, სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. შეკრებილებს ტრადიციული დღესასწაული აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა – დავით გაბაიძემ და სულხან თამაზაშვილმა, ქობულეთის დელეგატმა უმაღლეს საბჭოში ცოტნე ანანიძემ, ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ცეცხლაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ხინოწმინდობას“ საზეიმოდ აღიმართა ჯვარი ხინოწმინდის ტაძარზე, რომლის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს. ხინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძარში, რომელიც IX საუკუნით თარიღდება, საზეიმო წირვა-ლოცვა არქიმანდრიტმა, მამა ევდემოზ დიასამიძემ აღავლინა.

ღონისძიების ფარგლებში საპატიო ხინოწმინდელები დააჯილდოვეს.

  • No Comments
  • სექტემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *