
ხიჭაურის გუნდი პირველია
დაბა შუახევში თანამედროვე სტანდარტების სპორტული არენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებამ იმატა. ახალ სტადიონზე სპორტული შეჯიბრებებიც სისტემატურად იმართება. გამორჩეული ყურადღება ფეხბურთსა და რაგბს ექცევა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და სპორტული ცენტრის ორგანიზებით, ახლახან ფეხბურთში 17 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა. შეჯიბრის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართვა იყო.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაბა შუახევისა და ხიჭაურის დასახლების გუნდები დაუპირისპირდნენ. ხიჭაურელებმა მეტოქეს სძლიეს. მესამე ადგილზე წყაროთის გუნდი გავიდა.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.
თამაზ მგზავრიძე
გალერეა

