
ხსოვნის ტურნირი – ფრენბურთში
აგარელი არჩილ მარკოიძე არა მარტო ღორჯომის ხეობაში, არამედ მთელ ხულოში ცნობილი ექიმი, სპორტზე შეყვარებული პიროვნება იყო. იგი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მის უკვდავსაყოფად, ფრენბურთში ხსოვნის ტურნირი ჩატარდა, რომელსაც აგარის ადმინისტრაციულმა ერთეულმა უმასპინძლა.
ტურნირში ღორჯომის ხეობის 7 გუნდი მონაწილეობდა. სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს მიესალმნენ და არჩილ მარკოიძის დამსახურებაზე ისაუბრეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ბადრი მელაძემ, მერის წარმომადგენელმა ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯემალ ბერიძემ.
ასპარეზობაში ღორჯომის ნაკრებმა გაიმარჯვა.
– მსგავსი ტურნირები ღირსეული ადამიანების ღვაწლის გახსენებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება, – გვითხრა ჯემალ ბერიძემ.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
