
ხულოელები – პირველ ადგილზე
აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში აჭარის ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ოთხკაციანი გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება ჩატარდა წრიული სისტემით, 5 ტურად. პირველი ადგილი ხულოს მუნიციპალიტეტის გუნდმა დაიკავა ბადრი ცეცხლაძის, თენგიზ ტუნა, ვალოდია აბულაძის და ესმა ართმელაძის შემადგენლობით.
მეორე ადგილზე ქედის მუნიციპალიტეტის გუნდმა გავიდა (მალხაზ თედორაძე, ლაშა ბერიძე, თენგიზ თედორაძე, ლელა დუმბაძე).
მესამე ადგილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გუნდმა მოიპოვა (ჯუმბერ ზოიძე, ოთარ ქართველიშვილი, არჩილ თურმანიძე, ხათუნა ლორთქიფანიძე).
მომდევნი ადგილები ბათუმის, შუახევის, ქობულეთის მუნიციპალიტეტების გუნდებს ერგოთ.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების მოჭადრაკეები დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ხულოს გუნდს თასი გადაეცა. ტურნირის მონაწილე ყველა მოჭადრაკე სამახსოვრო ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
– ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, – გვითხრა ხულოს გუნდის წევრმა თენგიზ ტუნაძემ, – ჩვენი გუნდის ყველა მოჭადრაკე ამ ტურნირზე წარმატებით გამოვიდა. მადლობა ორგანიზატორებს.