ხულოში „ძლიერი საქართველო – ლელოს“ კანდიდატები ცნობილია
By

ხულოში „ძლიერი საქართველო – ლელოს“ კანდიდატები ცნობილია

4 ოქტომბრის არჩევნებში „ძლიერი საქართველო – ლელოს“ რიგებიდან უკვე დასახელდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

ბესიკ შაინიძე პროპორციული სიის პირველი ნომერია. პარტიამ 13 მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატები 7 ოლქში წარადგინა: მერაბ ღორჯომელაძე დიოკნისის მაჟორიტარობის კანდიდატია; ალექსანდრე ბოლქვაძე – დიდაჭარის მაჟორიტარობის კანდიდატი, მამუკა თავართქილაძე – დაბა ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ჰალდუნ დავითაძე – სხალთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯუმბერ ირემაძე – ღორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომან ქედელიძე – საციხურის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ოჯახიშვილი – დეკანაშვილების მაჟორიტარობის კანდიდატი. დანარჩენ ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ჰყავს წარდგენილი. ორივე პარტიიდან მერობის კანდიდატად ირაკლი ბოლქვაძეა დასახელებული.

თამაზ სიხარულიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *