ჯაბა ფუტკარაძე ქვემო სილეზიის დელეგაციას შეხვდა
By

ჯაბა ფუტკარაძე ქვემო სილეზიის დელეგაციას შეხვდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სეიმიკის ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
ქვემო სილეზიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დამიან მროზეკთან და პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე, ორ რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ჯაბა ფუტკარაძემ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო და ეკონომიკური პროცესები, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. საუბარი ტურიზმის სექტორში სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *