ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს შეხვდა
By

ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანური კაპიტალის პროექტის მიმდინარეობა და სოციალური დაცვის ანგარიშგების ინტეგრირებული სისტემის (IRSSP) დანერგვის პროცესი განიხილეს, იმსჯელეს სოციალური სისტემების გაძლიერებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე.
მინისტრმა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის პროგრამა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული, რაც მოითხოვს მკაფიო ინდიკატორების განსაზღვრასა და ეფექტიან მონიტორინგს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა IRSSP სისტემის დანერგვაზეც, რომელიც სოციალური დაცვის სფეროში ინფორმაციის მართვის გაუმჯობესებასა და გრძელვადიანი ეფექტიანობის ზრდას ისახავს მიზნად.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაო დადებითად შეაფასეს და თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

  • No Comments
  • აპრილი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *