ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 8%-ით გაიზარდა
By

ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 8%-ით გაიზარდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ პირველ მოადგილესთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს სამინისტროს 2026 წლის პროგრამები და სიახლეები გააცნო.
წელს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 8%-ით გაიზარდა, ბიუჯეტი კი 87 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2026 წელს სამინისტრო განახორციელებს 39 პროგრამას, რომლიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას, სოციალურ მხარდაჭერას, თანამედროვე სამედიცინო სერვისების დაფინანსებას და პრევენციულ ღონისძიებებს.

,,აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო ყოველწლიურად აფართოებს არსებულ პროგრამებს და ნერგავს ახალ სერვისებს. წელს დავიწყეთ ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის და ნარკომანიით დაავადებული პაციენტების სტაციონარული მკურნალობის დაფინანსება, ავამოქმედეთ რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა, გავაფართოვეთ შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, 5 000 ლარამდე გავზარდეთ 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების, ხოლო 2 000 ლარამდე ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება”, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება ყველა ის პროგრამა, რომელსაც სამინისტრო შარშან ახორციელებდა. მათ შორისაა ღვიძლის, ძვლის ტვინის, ფილტვის და გულის ტრანსპლანტაცია, ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა და გულის ქირურგია.
მინისტრი მსგავს შეხვედრებს სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც გამართავს.

  • No Comments
  • იანვარი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *