
By
ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, სამედიცინო სერვისების ხარისხის ამაღლებისა და რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების აუცილებლობას. სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრს აჭარაში განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების მხარდაჭერისთვის და გამოხატა მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისთვის, რაც რეგიონში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.