ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშესაწყობად
By

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშესაწყობად

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ატარებს „ჯანმრთელობის გაკვეთილებს“, რომლის მიზანია ბავშვობის ასაკიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჰიგიენის კულტურის დამკვიდრება/პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში, გაკვეთილები ჩატარდა ქ. ბათუმის №4, 14, 27, 13, 31, 8, 20, 30, 19, 24, 32, 28, 38, 36 საბავშვო ბაღებში. ცენტრის სპეციალისტები 5 და 6 წლის ასაკის აღსაზრდელებს ესაუბრნენ პირადი ჰიგიენის მნიშვნელობასა და ხელების სწორად დაბანის წესებზე. თემის უკეთ გასაგებად ბავშვები ჩაერთნენ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ თამაშებში, რაც სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს და დასამახსოვრებელს ხდის.
ბაღებში ვიზიტები ხორციელდება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის  ფარგლებში და წარმოადგენს პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს.

  • No Comments
  • ნოემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *