ჯონი საბაშვილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დირექტორის მოვალეობას შეასრულებს
By

ჯონი საბაშვილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დირექტორის მოვალეობას შეასრულებს

აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯონი საბაშვილი დაინიშნა. იგი სასახლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ირმა აბულაძემ წარუდგინეს.

ჯონი საბაშვილი 2020-2026 წლებში ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. წლების განმავლობაში ხელმძღვანლეობდა ქალაქ ბათუმის მერიის კულტურის ცენტრს, ასევე, მუშაობდა ბაღების გაერთიანებაში ხელმძღვანელ პოზიციებზე. აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

წარდგენას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სხვადასხვა მიმართულების წრეების, შემოქმედებითი ჯგუფებისა და ანსამბლების ხელმძღვანელები.

  • No Comments
  • აპრილი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *