
By
ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება
გარემოს ეროვნული სააგენტო 22-24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.