ჰოსპიტალში სკრინინგით 30-მდე ქალმა ისარგებლა
By

ჰოსპიტალში სკრინინგით 30-მდე ქალმა ისარგებლა

,,ვარდისფერი ოქტომბერი” ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა – კამპანიის მიზანია დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს უფასო გამოკვლევებს. სკრინინგები მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება, მათ შორის აჭარის  სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ქალებს ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუატრდათ. პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე გაეცნო. პარალელურად გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა დროული სკრინინგის მნიშვნელობაზე. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი, ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

ქალებში ძუძუს კიბო ყველა ახალი შემთხვევის 30.7%-ს შეადგენს. მსოფლიოში კი ყოველწლიურად, ონკოლოგიის დაახლოებით 2,3 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სკრინინგით 30-მდე ქალმა ისარგებლა. კამპანიის პროცესში, ასევე, ჩართულია ,,ქართული ოცნების” აჭარის ქალთა ორგანიზაცია.

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *