By
№2ა სამარშრუტო ხაზი დროებით შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს!
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ბათუმში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩისა და ზღვისპირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში, 27 იანვრიდან, სამუშაოების დასრულებამდე, №2ა სამარშრუტო ხაზი დროებით შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს.
დროებითი მარშრუტი ასეთია:
კაჩინსკების ქ. → ლორთქიფანიძის ქ. → კოტე აფხაზის ქ. → ადლიის ქ. → ელიავას ქ. → ლორთქიფანიძის ქ. → კაჩინსკების ქ.