
10 ღვაწლმოსილი და 40 წარმატებული პედაგოგი დაჯილდოვდა
ბათუმში წარმატებული და ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვეს. პედაგოგებს დამსახურებული ჯილდოები მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის და არაერთი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში გაიმართა, 10 ღვაწლმოსილი და 40 წარმატებული პედაგოგი დაჯილდოვდა. შეკრებილებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა არჩილ ბერიძემ, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ. ღონისძიება მოსწავლეთა შემოქმედების წარმოდგენით დასრულდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის ყველა რეგიონში მიმდინარეობს და10 ოქტომბერს დასრულდება.
გალერეა



