
By
11-ვე ბრალდებულს მოსამართლემ 2-წლით პატიმრობა მიუსაჯა
ამ წუთებში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 11 პირს: ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გური მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ვალერი თეთრაშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გიორგი ტერიშვილსა და სერგეი კუხარჩუკს 2-წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მათ ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ყველა მათგანს ბრალი სსკ-ის 226-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას.