18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

12 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის, ყველაზე დაბალი კი ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა

ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ამომრჩევლის აქტივობასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

12 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის, ყველაზე დაბალი კი ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა.

– ბათუმის 28-ე საარჩევნო ოლქში 12:00 საათის მდგომარეობით, მონაწილეობა მიიღო 10 504 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 7,14%-ს, ხოლო 30-ე – ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევის მაჟორიტარულ ოლქში 10 430 ამომრჩეველმა, რაც 10,78%-ს შეადგენს. ჯამში აქტივობა 8,58%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში – 13,17%, ხოლო ყველაზე მცირე – ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში -7,14%. საჩივრები ჯერჯერობით არცერთ საარჩევნო უბანზე არ დაფიქსირებულა და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდად მიმდინარეობს. ხულოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, წაბლანასა და წაბლიანში, მოსახლეობა ბოიკოტს უცხადებს არჩევნების მეორე ტურსაც, თუმცა საარჩევნო უბნები ჩვეულებრივ გაიხსნა, – აცხადებენ უსკო-ში.

]]>
  • No Comments
  • ნოემბერი 21, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *